Daily Mail: ქართველთა შერკინება მასპინძლებს სადისტურად ექცეოდა
Aa
Aa

Daily Mail: ქართველთა შერკინება მასპინძლებს სადისტურად ექცეოდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად უელსის წინააღმდეგ ისტორიული მატჩი ჩაატარა და 13-6 დამარცხდა.

მიუხედავად მარცხისა, "ბორჯღალოსნებმა" მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და გამარჯვების შანსს ბოლო წამამდე ინარჩუნებდნენ.

ხსენებულ შეხვედრას მალევე გამოეხმაურა გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail, რომელმაც მილტონ ჰეიგის გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"საქართველო ძალიან ახლოს იყო, რომ ტოპ-ნაკრებთან თავისი პირველი გამარჯვება ეზეიმა. მატჩის ბოლო 15 წუთი მათი დომინირებით მიმდინარეობდა. ისინი გამუდმებით უტევდნენ. მათთვის ეს დიდებული მომენტი იყო. მიუხედავად მარცხისა, ტრიბუნებზე სულ უფრო ხმამაღლა გაისმოდა საქართველოს ნაკრების ექვსი ერის ტურნირში ჩართვის მოთხოვნა. 55 ათასმა გულშემატკივარმა შვებით ამოისუნთქა, როდესაც მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა - უელსი გადარჩა. ქართველთა შერკინება მასპინძლებს სადისტურად ექცეოდა. ქართველი ქომაგები სტადიონზე სკანდირებდნენ - "ლელო! ლელო!". არბიტრის სასტვენმა მათი ოცნება დაანგრია, თუმცა ისინი დაბრუნდებიან".

ცხელი ამბები