შარაპოვა
Aa
Aa

შარაპოვა "უიმბლდონსაც" გამოტოვებს

ჩოგბურთის რუსი სუპერვარსკვლავია, მარია შარაპოვა, ვერც წლის მე-3 დიდი სლემის ტურნირზე ითამაშებს.

შარაპოვას ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მან ტრავმა მიიღო, რაც ბალახის სეზონზე თამაშის საშუალებას არ მისცემს.

შესაბამისად, მარია ნოტინგემის, ბირმინგემისა და ისტბურნის ტურნირებს გამოტოვებს, რაც ყველაზე მთავარია იგი "უიმბლდონის" წლევანლდელ გათამაშებასაც დააკლდება.

ვთქვათ ისიც, რომ ჯერჯერობით უცნობია მისცემენ თუ არა შარაპოვას "ვაილდ ქარდს" წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირ ამერიკის ღია პირველობაზე, რომელიც აგვისტოში დაიწყება.

30 წლის შარაპოვა ამჟამად ქალთა მსოფლიო რეიტინგში 178-ე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები