ვესტბრუკი რეკორდს უახლოვდება!
Aa
Aa

ვესტბრუკი რეკორდს უახლოვდება!

"ოკლაჰომას" ლიდერი რასელ ვესტბრუკი, უილტ ჩემბერლენის მიერ დამყარებულ NBA-ს ყველა დროის რეკორდს უახლოვდება. 

კონკრეტულად, ლეგენდარულ კალათბურთელს ზედიზედ 9 მატჩში აქვს სამმაგი დუბლი შესრულებული. 

რასელმა დღეს გამთენიისას "ატლანტასთან" 32 ქულა, 13 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და მიჯრით მე-6 თამაში დაასრულა სამმაგი დუბლით. 

მან აღნიშნული მაჩვენებლით სხვაობა მაიკლ ჯორდანსა და ოსკარ რობერტსონთან შეამცირა, რომელთაც "ტრიპლ-დაბლი" ზედიზედ 7 მატჩში აქვთ დაფიქსირებული.

ვესტბრუკსა და "ოკლაჰომას" მომავალი მატჩები "ჰიუსტონთან", "ბოსტონთან", "პორტლენდთან" და "იუტასთან" ელით. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები