Aa
Aa

"რეალი" პეპესთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს!

მადრიდული სპორტული გამოცემის, Marca-ს ცნობით, "რეალი" თავის პორტუგალიელ მცველთან, პეპესთან, კონტრაქტს კიდევ 2 წლით გაახანგრძლივებს. 

ამჟამინდელი ხელშეკრულებით გაპორტუგალიელებული ბრაზილიელი, "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2017 წლის ზაფხულამდე რჩებოდა, ხოლო ახალი კონტრაქტის თანახმად, იგი "სამეფო კლუბის" მაისურით 2019 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. 

წყაროს თქმით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, ამის შესახებ კი, ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები