Aa
Aa

ტოჩინოშინის სენსაციური მარცხი! ჯერ ყველაფერი წინაა!

ლევან გორგაძემ "ნაგოია ბაშოზე" პირველი მარცხი განიცადა, ტურნირის მეექვსე დღეს ქართველი სეკიტორი კომუსუბის წოდების მქონე ტამავაშის დაუპირისპირდა და მეტოქესთან კოტენაგეს ილეთით წააგო.. შეგახსენებთ, რომ ბაშოს 6 მოგებითა და 0 წაგებით მიტაკეუმი ლიდერობს, 5 მოგება და 1 მარცხი კი ტოჩინოშინის გარდა 4 სეკიტორს აქვს.

ტამავაში სიმაღლეში 188 სანტიმეტრია და 174 კილოგრამს იწონის. ურთიერთშეხვედრებში აშკარა უპირატესობა ტოჩინოშინის მხარეს იყო, დღევანდელ შეხვედრამდე ლევანს 17 ბრძოლიდან 13 ჰქონდა მოგებული.

ქართველი სუმოისტის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა, შოდაი იქნება. ეს უკანასკნელი სიმაღლეში 184 სანტიმეტრია და 163 კილოგრამს იწონის. ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა ტოჩინოშინის მხარესაა, ლევანს 9 შეხვედრიდან 5 აქვს მოგებული, თუმცა იაპონელი სუმოისტი უკანასკნელი ორი ბრძოლაა არ დაუმარცხებია. შეგახსენებთ, რომ წინა ბაშოზე ლევანი პირველად სწორედ შოდაისთან წააგო და ხვალინდელ შეხვედრაში რევანშის აღებას ეცდება.

რაც შეეხება გაგამარუს, იგი ამჯერადაც ოკურიდაშის ილეთით ტობიზარუსთან დამარცხდა.

ასევე იხილეთ: ჰაკუჰოს შემდეგ კაკურიუც! "ნაგოია ბაშო" იოკოძუნების გარეშე გაგრძელდება

ცხელი ამბები