მეკარეს დაასწრო და ვარდნაში გაიტანა | მიქაუტაძის გოლი ჰამბურგთან
ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში ლიონმა მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მიქაუტაძემ ტრავმის გამო პირველი შეხვედრა გამოტოვა, მოლენბეკთან ცვლილებაზე გამოვიდა, დღეს ჰამბურგთან სასტარტოში იყო, ფოფანას პასის შემდეგ გაიტანა და ანგარიში 0:3 გახდა.