შაკო ოგბაიძის სადებიუტო გოლი | აილენბურგს გაუტანა
გერმანიის რეგიონალიგაში ბერლინის „ჰერტას' მეორე გუნდმა შინ „აილენბურგი' 7:1 გაანადგურა. 53-ე წუთზე მასპინძელთა ქართველმა ფეხბურთელმა შაკო ოგბაიძემ გაიტანა და ანგარიში 5:0 გახდა. 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ჰერტას მეორე გუნდში მესამე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი შეაგდო.