Aa
Aa

მეორე შემადგენლობებით - ბელგიამ ინგლისი იანუზაის ულამაზესი გოლით დაამარცხა

G ჯგუფის ბოლო ტურში ინგლისმა და ბელგიამ სათადარიგო შემადგენლობებით ითამაშეს და ეს მოსალოდნელიც იყო.

რობერტო მარტინესის შეგირდებმა ადნან იანუზაის ულამაზესი გოლის წყალობით 1:0 იმარჯვეს და მერვედფინალში იაპონიას დაუპირისპირდებიან.

მიუხედავად მეორე ადგილზე გასვლისა და საკმაოდ ძლიერ კოლუმბიასთან შეხვედრისა, ინგლისი მაინც უფრო კომფორტულ სიტუაციაში იმყოფება, რადგან კოლუმბიელთა დამარცხების შემთხვევაში ისინი მეოთხედფინალში შვეიცარია-შვედეთის წყვილიდან გასულს დაუპირისპირდებიან.

ბელგია კი იაპონიის დამარცხების შემთხვევაში მეოთხედფინალში ბრაზილია-მექსიკის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალური დაპირისპირებები 30 ივნისიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები