Aa
Aa

"ბარსელონა" პიანიჩის შეძენას გეგმავს

ანტუან გრიზმანის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ „ბარსელონამ“ მიმართულება შეცვალა და კატალონიელები ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.

Mundo-ს ცნობით, „ბარსა“ ტურინის „იუვენტუსის“ 28 წლის ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის შეძენას გეგმავს.

ბოსნიელი შუახაზელი კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არ არის, თუ მას ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებენ.

რაც შეეხება „იუვეს“, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენის მიღება სურთ მათ პიანიჩის სანაცვლოდ.

ტრანსფერმარკეტზე ბოსნიელი 65 მილიონ ევროდაა შეფასებული და საეჭვოა „ბებერი ქალბატონი“ მას ნაკლებად შეელიოს.

კატალონიელებს პიანიჩის გარდა ამსტერდამის „აიაქსიდან“ ფრენკ დე იონგის შეძენაც სურთ. ბრაზილიელი არტური კი უკვე “ბარსას“ საკუთრებაა.

შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 91 შეხვედრაში 15 გოლი და 28 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები