ლაუდა: „ფერარისთან“ 20-ცხენის ძალიანი უპირატესობა აღარ არსებობს
Aa
Aa

ლაუდა: „ფერარისთან“ 20-ცხენის ძალიანი უპირატესობა აღარ არსებობს

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, „მერსედესის“ არააღმასრულებელი დირექტორი ნიკი ლაუდა ამბობს, რომ „ფერარის“ აგრეგატი სიმძლავრით პრაქტიკულად გაუტოლდა „მერსედესის“ აგრეგატს. ავტრიულის თქმით, ეს იტალიის დიდ პრიზზე მოხდა, როცა მარანელოელებმა პირველად გამოიყენეს მოდიფიცირებული აგრეგატი. ლაუდა თვლის, რომ მონცას შემდეგ, სამქიმიანებს სიმძლავრეში უპირატესობა აღარ აქვთ.

„იმისათვის, რომ ამ სეზონში „ფერარისთვის“ დაწინაურების საშუალება არ მიგვეცა, ჩვენ ბევრი შრომა დაგვჭირდა. და შემიძლია ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც მონცაზე ახალი ძრავი გამოიყენეს, ძალისა და ეფექტურობის მხრივ, ჩვენ გაგვითანაბრდნენ. 20-ცხენისძალიანი უპირატესობა, რაც გვქონდა, აღარ არსებობს. ამჟამად ჩვენ ამ პარამეტრებით ერთ დონეზე ვართ“, - ამბობს ლაუდა.

ის თვლის, რომ მომავალ სეზონში „მერსედესის“ დომინაციის დასასრულის მომსწრენი გავხდებით, რადგან მანქანის განვითარების პოტენციალითითქმის ამოწურულია და მისი პროგრესი სულ უფრო გაძნელდება. „მომავალ სეზნში სიტუაცია შეიცვლება, რადგან ფ1-ში ტექნიკური უპირატესობის ხანგრძლივად შენარჩუნება შეუძლებელია. ახლავე ვიცით, რომ სხვები დაგვეწევიან. როცა ზღვარზე ხარ და მეტად განვიტარებას რეგლამენტი გიზღუდავს, დიდი პროგრესის მიღწევა ძალიან ძნელია“, - დასძენს ლაუდა.

ცხელი ამბები