ქართველთა ბრწყინვალე გამოსვლა! 2 ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
Aa
Aa

ქართველთა ბრწყინვალე გამოსვლა! 2 ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

თურქეთის ქალაქ სტამბულში მიმდინარეობს ევროპის 23 წლამდე ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის. ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, თუმცა ტურნირი გრძელდება და 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი გვაქვს.

ამ ეტაპზე გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 65 ქულით პირველ ადგილზეა

130 კგ წონით კატეგორიაში ზვიად პატარიძე მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ფინალში ქართველმა 2:0 დაამარცხა თურქი ოსმან ილდირიმი.

55 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში 11:8 დაამარცხა თურქი ერკემ ოზთურქი. მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ თურქი 8:0-ს იგებდა, თუმცა წურწუმიამ ბრწყინვალედ იჭიდავა და ორთაბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდა.

 

ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიპოვა.

რაც შეეხება ქართველთა შემდეგ ბრძოლებს, 72 კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე ფინალში გავიდა და თურქ ჩენგიზ არსლანს შეხვდება. დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) დამამშვიდებელ წრეში ბრინჯაოსთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ფინალური ბლოკი 6 ივნისს 19:00 საათიდან დაიწყება.

ცხელი ამბები