''აღმოვაჩინე თქვენი ნამდვილი სახე'' - ბენზემამ ფედერაციის პრეზიდენტი გააკრიტიკა
Aa
Aa

''აღმოვაჩინე თქვენი ნამდვილი სახე'' - ბენზემამ ფედერაციის პრეზიდენტი გააკრიტიკა

მადრიდის ''რეალის'' ფეხბურთელმა ქარიმ ბენზემამ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრაე გააკრიტიკა.

მას შემდეგ რაც ბენზემამ მატიე ვალბუენა დააშანტაჟა, საფრანგეთის ეროვნულ გუნდში ქარიმს არ უთამაშია. 30 წლის ფორვარდმა საფრანგეთის ეროვნული გუნდის მაისურით უკანასკნელად 2015 წელს სომხეთის ნაკრებთან ითამაშა. ცხადია ბენზემა გამოტოვებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს.

''ეს ძველი ამბავია და ჩვენ არ შეგვიძლია წარსულში დაბრუნება. ყველა ფიქრობს რომ ის არის დიდებული ფეხბურთელი, ის ყოველთვის ''რეალის'' სასტარტო შემადგენლობაში ხვდება, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებთან მიმართებაში  ის არის ისტორიის ნაწილი.

ამჟამად ჩვენს გუნდს აქვს გარკვეული სტილი და არ შეგვიძლია წარსულში დაბრუნება'' - განაცხადა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრაემ lequipe-თან საუბარში, რასაც ბენზემას საპასუხო განცხადება მოყვა.

''თქვენ ვერ მოახერხეთ სიმშვიდის შენარჩუნება. მე აღმოვაჩინე თქვენი ნამდვილი სახე.  არ გამითვალისწინეთ მე და არ განიხილეთ გუნდის სელექციის, გუნდის ფეხბურთელთა შერჩევის  საკითხი'' - დაწერა ბენზემამ twitter-ზე.

ლიონში დაბადებული ქარიმ ბენზემამ ამავე ქალაქის საფეხბურთო კლუბის აღზრდილია. 2004-09 წლებში ბენზემა ''ლიონის'' ძირითად გუნდში თამაშობდა. სწორედ ლიგა 1-ში თამაშისას მიიწვიეს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. საერთო ჯამში ეროვნული ნაკრებისთვის 81 მატჩში 27 გოლი შეაგდო.

ბენზემამ ''სამფეროვნების'' მაისურით ბოლო შეხვედრა 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაატარა, როცა დეშამის გუნდმა ამხანაგურ მატჩში 4:0 გაანადგურა ჰენრიხ მხითარიანის სომხეთი. ნიცაში გამართულ მატჩში ბენზემამ მეორე ტაიმის ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები