აქცია ყოფილი პარლამენტის წინ - ძიუდოისტთა საპროტესტო ტალღა გრძელდება
Aa
Aa

აქცია ყოფილი პარლამენტის წინ - ძიუდოისტთა საპროტესტო ტალღა გრძელდება

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები სოციალურ ქსელში მორიგ აქციას აანონსებენ. ამჯერად სპორტსმენები რუსთაველის გამზირზე ყოფილი პარლამენტის წინ გამართვენ საპროტესტო აქციას. ძიუდოისტთა მოთხოვნა უცვლელია. ისინი პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

ავთანდილ ჭრიკიშვილის თქმით საპროტესტო აქცია ტალღა გაგრძელდება ვიდრე ქევხიშვილი გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები პრეზიდენტ ქევხიშვილთან მოლაპარაკების გამართვას არ აპირებენ. ვარლამ ლიპარტელიანის თქმით ქევხიშვილთან დიალოგი შეუძლებელია. სპორტსმენები კვლავ უარს აცხადებენ სავარჯიშო პროცესსა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღებაზე.

ცხელი ამბები