ტაისონ ფიურიმ ბელიუსთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა
Aa
Aa

ტაისონ ფიურიმ ბელიუსთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა

ტაისონ ფიურიმ ბელიუსთან დაპირისპირება უცნაური მიზეზის გამო გამორიცხა. ფიური ფიქრობს, რომ ტონის იგი დიდ ზიანს მიაყენებს, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ინანებს. დევიდ ჰეის განადგურების შემდეგ ბელიუმ ფიური ერთ-ერთ სავარაუდო ოპონენტად დაასახელა. თუმცა ტაისონი, რომელიც რინგზე დაბრუნებას 2 წელიწად ნახევრიანი პაუზის შემდეგ 9 ივნისს გეგმავს, აცხადებს, რომ ბელიუსთან დაპირისპირების არანაირი სურვილი არ აქვს, რადგან ევერტონელი გაცილებით პატარაა და რინგზე ფიურისთან ერთად ყოფნას არ იმსახურებს.

„FightHype”-თან საუბრისას ტაისონმა განაცხადა: „სიმართლე გითხრათ ბელიუსთან ჩხუბი არ მინდა. ტონი კარგი მეოჯახეა და შესანიშნავი შვილები ჰყავს. მსურს ჯანმრთელად იყოს და მოკრივის კარიერა განაგრძოს. თუ იგი რინგზე ჩემს წინააღმდეგ გამოსვლას გაბედავს, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ჯოჯოხეთი ელის და დიდ ტკივილსაც იგრძნობს“.

„მან არ იცის ტაისონ ფიური ვინაა. ტონიმ „ვადაგასული“ ჰეი დაამარცხა და თავი მოკრივე ჰგონია. საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები, ფიზიკური მონაცემებითაც მასზე უკეთესი ვარ და ჩემს დარტყმას კედლის დანგრევა შეუძლია“.

„კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა მაქვს, თუმცა მან ამის შესახებ არაფერი იცის. არ მინდა ბელიუსთან ჩხუბი. ტონი მსუბუქი წონის, მაქსიმუმ საშუალო წონის კატეგორიის წარმომადგენელია. რინგზე რომ გავიდე და გავანადგურო თავს გამარჯვებულად ნამდვილად ვერ ვიგრძნობ“.

„ფული ყველას გვჭირდება, მაგრამ რამდენად მისაღებია საშინელი წაგების და განადგურების შედეგად მიღებული ფინანსები აბსოლუტურად სხვა საკითხია. სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ბელიუს ჩემი ნოკაუტში ჩაგდება შეუძლია. სახეში დარტყმის უფლებას მივცემ და დარწმუნებული ვარ ტკივილსაც ვერ მომაყენებს“.

„გადახედეთ კლიჩკოსთან მატჩს, ვლადიმირის მარჯვენა ყბაში რამდენჯერმე მომხვდა, მაგრამ რეაქციაც არ მქონია. ჯოშუასთან იგივე დარტყმით რა გააკეთა კარგად გახსოვთ... ტონი... საწყალი ტონი... მას რინგზე უშანსოდ გავანადგურებ“.

“WBC”-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ტონი ბელიუმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს და ფიურის გარდა სხვა ოპონენტებსაც განიხილავს. ტაისონი მის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა: „კიდევ ერთხელ მთელი სერიოზულობით ვაცხადებ, ტონისთან ჩხუბი არ მსურს. ბელიუ ანდრე უორდის ან მის მსგავს მოკრივეს უნდა დაუპირისპირდეს, რადგან ისინი მსუბუქი მებრძოლები არიან“.

„ბელიუმ შესანიშნავად იასპარეზა და მისით ძალიან ვამაყობ. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე არმინდა რამე ვატკინო და მერე მთელი ცხოვრება ამის შესახებ ვინანო. ჩემი და ტონის დაპირისპირება პიტბულისა და ტერიერის ჩხუბს ჰგავს, მან შეიძლება 3-4 რაუნდი გაძლოს, მაგრამ ძალიან მალე დაიღლება და უშანსოდ დამარცხდება“.

„ვიცი, რომ ხალხს ბრძოლის ხილვა ძალიან უნდა და დარწმუნებული ვარ ედი ჰერნი ფულისთვის ყველაფერს იზამს. თუმცა ბელიუს მინდა ერთი რამ ვუთხრა - ტონი, როდესაც მიწასთან გაგასწორებ ედი ჰერნი არც კი მოგიკითხავს. შენ მისთვის უბრალო ხორცის ნაჭერი ხარ“.

ცხელი ამბები