ებრალიძის წარმატებული მატჩი - საგოლე  გადაცემა და გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი
Aa
Aa

ებრალიძის წარმატებული მატჩი - საგოლე გადაცემა და გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 2017-18 წლების სეზონის დასკვნით ტურში ''ვიზეუმ'' შინ 2:1 დაამარცხა ''სანტა კლარა.'' ''ვიზეუს'' სასტარტო შემადგენლობაში ავთო ებრალიძე მოხვდა, რომელმაც მაღალ დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა.

57-ე წუთზე ებრალიძემ პენალტი გამოიმუშავა, მისი წაქცევისთვის დანიშნული სტანდარტი თანაგუნდელმა ლიმამ გამოიყენა. მე-60 წუთზე ანგარიში გათანაბრდა.

88-ე წუთზე ებრალიძის ჩაწოდების შემდეგ ლიმამ დუბლი შეასრულა და ''ვიზეუმ'' სეზონი გამარჯვებით დაასრულა. ებრალიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

 

პორტუგალიის სეგუნდა ლიგა ''ვიზეუმ'' 64 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და 2 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ''სანტა კლარას.'' პორტუგალიის ელიტარულ ლიგაში ''ნასიონალი'' და ''სანტა კლარა'' აღზევდნენ, ებრალიძის გუნდმა კი მიზანს ვერ მიაღწია.

რაც შეეხება ებრალიძეს, ''ჟილ ვისენტეს'' ყოფილი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ''ვიზეუს'' შეუერთდა. პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. როგორც ებრალიძემ crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, სავარაუდოდ ''ვიზეუს'' დატოვებს, რადგან მისი მიზანი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაა.

იხილეთ ავთო ებრალიძის ყველა გოლი მიმდინარე სეზონში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები