''ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა'' - ''აქციის მონაწილეებს სოლიდარობას ვუცხადებ''
Aa
Aa

''ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა'' - ''აქციის მონაწილეებს სოლიდარობას ვუცხადებ''

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უნგრული ''ბალმაზუივაროშის'' ფორვარდი ბაჩანა არაბული facebook-ის პირად გვერდზე სპეცრაზმის მიერ ბასიანსა და  გალერიში შეჭრის ფაქტს ეხმაურება. ''2018-ია როგორ იქცევი ! ! ! მთავრობა'' - წერს ფეხბურთელი.

"ჩვენი თავისუფლებისთვის" - ამ სახელწოდებით  რუსთაველის გამზირზე თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების ორგანიზებით 12 მაისიდან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შსს-ის მიერ თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ მკაცრ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ.

24 წლის თავდამსხმელი აღნიშნულ თემაზე crystalsport-ს ესაუბრა.

- Facebook-ის პირად გვერდზე დაწერე: ''მთავრობას ყველაფრის უფლება აქვს.'' რას გულისხმობდი კონკრეტულად ?

- ხელისუფლებას ყველაფრის უფლება არ აქვს, მით უმეტეს მიუღებელია ასეთი ფორმით მოქცევა საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც არავის არაფერს უშავებდნენ. არ შეიძლება ადამიანები კლუბებიდან გაყარო, სადაც განტვირთვის მიზნით იკრიბებიან. თითქოს სპეცრაზმი კლუბებში ნარკოდილერების დასაჭერად მიდის, მაგრამ ფაქტია მათ რაღაც სხვა მიზანი ჰქონდათ და რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეთ, ხელისუფლების ქმედებას გამართლება არ აქვს, ეს არ უნდა მომხდარიყო. მე სპორტსმენი ვარ და ცხადია ნარკოტიკთან შეხება არასდროს მქონია, მაგრამ ვისაც გონია რომ აქცია ნარკოდილერების მხარდასაჭერად იმართება, ძალიან ცდება. 

- როგორ ფიქრობ რას ემსახურება ''რუსთაველის'' გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია?

-  ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და არა ნარკოდილერების მხარდასაჭერი აქცია, როგორც ბევრს გონია. როცა შენ ერთობი, მაგრამ იარაღით შემორბიან და გარბევენ, ძალიან ცუდია, ასე არ შეიძლება, ყველაზე ცუდი არის ის, რომ სოციალურ ქსელში ვნახე კომენტარები, სადაც აქციის მონაწილეების მიმართ დახვრეტისა და ბომბის ჩამოგდების შესახებ წერენ. ასევე მხვდება ამ ტიპის კომენტარები: ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები? სინამდვილეში საპროტესტო აქცია ბევრად მაშტაბურ იდეას ემსახურება. მჯერა ამ ხალხის პროტესტის და დრო ნათლად აჩვენებს, რომ ისინი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. თბილისში რომ ვიმყოფებოდე აქციას აუცილებლად შევუერთდებოდი. აქციის ყველა მონაწილეს სოლიდარობას ვუცხადებ.

მეორეს მხრივ როცა აქციაზე ბევრი ადამიანი იმყოფება, ცხადია იქნება შეცდომები, მაგრამ მთავარი არის იდეა. მთავარია რას ემსახურები. სამწუხაროდ ადამიანები სახლებში ზიან და მხოლოდ აკრიტიკებენ მათ, ვინც არაფხიზელ მდგომარეობაშია. არ მომწონს, როცა ვხედავ რომ მემორიალზე ცეკვავენ, მაგრამ როცა აქციაზე ბევრი ხალხია, ხარვეზები იქნება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები