''ლივერპულის'' ესპანური შეკრება ფინალამდე - კლოპის გუნდი მარბელაში მოემზადება
Aa
Aa

''ლივერპულის'' ესპანური შეკრება ფინალამდე - კლოპის გუნდი მარბელაში მოემზადება

ჩემპიონთა ლიგის 2017-18 წლების სეზონის დასრულებამდე 1 მატჩი რჩება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში იურგენ კლოპის ''ლივერპული'' ზინედინ ზიდანის მადრიდის ''რეალს'' შეხვდება. ინგლისური გუნდი ფინალურ მატჩამდე სამდღიან შეკრებას ესპანეთში, კერძოდ კი მარბელაში გაივლის.

გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა მარბელას საფეხბურთო ცენტრში მომზადება 16-დან 19 მაისამდე დაგეგმა. Marca-ს ცნობით აღნიშნულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა 16-დან 22 გრადუსამდე მერყეობს. იურგენმა ყურადღება ტემპერატურაზეც გაამახვილა, რადგან მზიანი ამინდი ვარჯიშისთვის იდეალური გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

მიმდინარე სეზონში კლოპის ხელმძღვანელობით ''ლივერპული'' მარბელაში უკვე მოემზადა. ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე ''პორტუსთან'' მიღწეული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ინგლისური გუნდის ფეხბურთელებმა მარბელაში ოთხი დღე გაატარეს. 

16-დან 19 მაისამდე ''ლივერპული'' ხუთვარსკვლავიან სასტუმრო La Quinta Gold Resort Spa de Marbella-ში დაბინავდება.

''ენფილდის'' ბინადრები პრემიერლიგის ბოლო ტურში ''ბრაიტონს'' შეხვდებიან, შემდეგ კი მხოლოდ ფინალზე გააკეთებენ კონცენტრაციას.

''მერსისაიდელებმა'' ''ენფილზე'' აუცილებლად უნდა დაამარცხონ ''ბრაიტონი,' რადგან მე-4 ადგილზე იმყოფებიდან და მეხუთე პოზიციაზე მყოფ ''ჩელსის'' მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ. ''არისტოკრატები'' გასვლით მატჩს უმოტივაციო ''ნიუკასლთან'' ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალს ''ლივერპულსა'' და მადრიდის ''რეალს'' შორის 26 მაისს კიევის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები