Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატზე ხინჩეგაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა !

თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის რუსეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სპორტსმენი პირველად ასპარეზობს 65 კგ წონით კატეგორიაში და რუსეთიდან სამშობლოში მედლით ბრუნდება.

ხინჩეგაშვილმა რეპეშაში მოლდოველი ანდრეი პერპელიტას ბარიერი დაძლია, ხოლო  გადამწყვეტ ორთაბრძოლაში პოლონელი კრისტო ბიენკოვსკი დაამარცხა. შეხვედრა პოლონელმა უკეთ დაიწყო და ოთხქულიანი ილეთი შეასრულა, თუმცა შემდგომ უპირატესობა ქართველმა მოიპოვა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 8:4.

 

ცხელი ამბები