Aa
Aa

ნეით დიაზი ოქტაგონზე დაბრუნებას გეგმავს!

გავრცელებული ინფორმაციით „UFC“-ის ვარსკლავი ნეით დიაზი ოქტაგონზე დაბრუნებას ორწლიანი პაუზის შემდეგ გეგმავს.

33 წლის დიაზს, მაკგრეგორთან მატჩ-რევანშის შემდეგ, არ უჩხუბია. ირლანდიელმა ნეითი მსაჯების გადაწყვეტილებით UFC 202-ზე 2016 წლის აგვისტოში დაამარცხა. მიუხედავად წარუმატებელი ფინიშისა დიაზი მზადაა მებრძოლის კარიერას დაუბრუნდეს და შესაძლო „ქამბექის“ შესახებ „UFC“-ის პრეზიდენტს დანა უაითსაც ესაუბრა.

ზუსტი თარიღის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ დიაზი ოქტაგონს ლოს ანჯელესში 4 აგვისტოს დაუბრუნდება. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უაითს ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

 

მიუხედავად დიდხნიანი პაუზისა ნეითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს უმიზნებს  და პირველივე შეხვედრის გამართვა "Welterweight"-ის წონითი კატეგორიის ქამრის მფლობელთან - ტაირონ ვუდლისთან სურს. თუმცა რთულია იმის წარმოდგენა, რომ უაითმა დიაზს პირველივე შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონთან დაპირისპირების საშუალება მისცეს.

“UFC 227”ლოს-ანჯელესში “სთეიპლზ ცენტრში" ჩატარდება. კალიფორნია დიაზის მშობლიური შტატია და მისი დაბრუნება როგორც ადგილობრივი ასევე "UFC"-ის ყველა გულშემატკივრისთვის ორმაგად ემოციური და საინტერესო იქნება.

შეგახსენებთ, რომ “UFC“ 227- ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა დილაშოუს და გარბრანდტის დაპირისპირებაა. რომლებიც "Bantamweight"-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

ცხელი ამბები