Mirror: მარსიალი მზადაა
Aa
Aa

Mirror: მარსიალი მზადაა "იუვენტუსში" გადავიდეს!

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ფორვარდი ენტონი მარსიალი "ოლდ ტრაფორდის" დასატოვებლად ემზადება.

Mirror-ის ინფორმაციით, ფრანგმა შემტევმა კლუბს ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა.

წყაროს მტკიცებით, მარსიალი ტურინის "იუვენტუსთან" მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა.

მას შემდეგ რაც "მანკუნიანელებმა" ალექსის სანჩესი შეიძინეს ნათელი გახდა, რომ გუნდში მარსიალის მომავალი ბუნდოვანი გახდა.

წლევანდელ სეზონში "იუნაიტედი" 4 ტურნირზე ასპარეზობდა და მარსიალმა სასტარტო შემადგენლობაში თამაში მხოლოდ 17-ჯერ დაიწყო.

ფრანგი 22 წლისაა და ბუნებრივია, რომ მას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ სურს.

ტურინის "იუვენტუსი" ახალი სეზონიდან დიდ ცვლილებებს გეგმავს. შესაძლოა გუნდი მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ დატოვოს და მასთან ერთად შემადგენლობაც გადახალისდეს.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ენტონი მარსიალი მზადაა ტურინელთა რიგებში გადაბარგდეს.

შეგახსენებთ, რომ მარსილი "მანჩესტერის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. ფრანგმა ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" მაისურით 133 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 36 გოლი და 27 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები