ემერი:
Aa
Aa

ემერი: "ვენგერს "პსჟ"-ს გაწვრთნა შეუძლია"

უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ არსენ ვენგერი სეზონის ბოლოს ლონდონის "არსენალს" დატოვებს და მისი 22 წლიანი ერაც დასრულდება.

ამ ეტაპზე ყველას აინტერესებს, თუ რას გადაწყვეტს ვენგერი და სად გააგრძელებს ის კარიერას.

დღეს, "პსჟ"-ს ესპანელმა თავკაცმა უნაი ემერიმ საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ვენგერს პარიზული გუნდის გაწვრთნა შეუძლია და როგორც ჩანს, ეს სავსებით რეალურიცაა.

"ის მწვრთნელებისთვის ნამდვილი დასაყრდენია. მან, ჩვენ შთაგვაგონა. ყოველ წელს, ნიონში მწვრთნელების შეკრება იმართება და ის ჩემთან ყოველთვის კარგად საუბრობდა. მას დიდ პატივს ვცემ.

როგორც მწვრთნელი და როგორც პიროვნება, მე მისით აღფრთოვანებული ვარ. ვთვლი, რომ ვენგერს აქვს გამოცდილება, შესაძლებლობა და კლასი იმისთვის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდეს, როგორიც "პსჟ" გახლავთ".

რამდენიმე დღის წინ ევროპულ პრესაში დაიწერა, რომ "პსჟ" ვენგერს სპორტული მენეჯერის თანამდებობას შესთავაზებდა, რადგან პარიზელებმა გერმანელ ტომას ტუხელთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ახალი სეზონიდან გუნდს სწორედ ის ჩაიბარებს.

ამ ეტაპზე გადაჭრით რაიმის თქმა რთულია. ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა და პრესა მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამს, რომელთაგან ერთ-ერთი ზაფხულში ხორცს შეისხამს.

იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ უნაი ემერის პარიზული კარიერა 99%-ით დასრულებულია. "პსჟ" ახალ მწვრთნელს ეძებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები