TyC Sports: მესის ჯერ სანაკრებო კარიერა არ დაუსრულებია
არგენტინის ნაკრების კაპიტანს, ლიონელ მესის ეროვნულ გუნდში თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
როგორც გავლენიანი არგენტინული გამოცემა TyC Sports-ი წერს, 39 წლის ფეხბურთელი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაწყვეტილების გარეშე გაემგზავრა და თავის მომავალთან დაკავშირებით ჯერ არ უფიქრია.
მესის თავისი ახლობლებისთვის არ უთქვამს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებში ითამაშებდა, რის შემდეგაც სანაკრებო კარიერას დაასრულებდა. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი მესისთვის არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ბოლო გამოდგეს.
არის ვარაუდი, რომ ლეო 2028 წლის კოპა ამერიკას ითამაშებს და სანაკრებო კარიერას ამის შემდეგ დაასრულებს. ხსენებული ტურნირი არგენტინაში ჩატარდება.
ბოლოს გეტყვით, რომ 39 წლის მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი 8 მატჩში 8 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დაასრულა.