ფეხით თამაშისას შეცდა და გაუტანეს | გუგეშაშვილის გუნდმა თამაში 95-ე წუთზე გადაარჩინა
საბერძნეთოს სუპერლიგის მეორე ექვსეულის პირველ ტურში პანეტოლიკოსმა შინ ატრომიტოსს მე-16 წუთზე გაუტანა. გოლი ატრომიტოსის ქართველი მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის შეცდომას მოჰყვა, ფეხით სუსტი პასი გააკეთა, მეტოქემ ბურთი მოიპოვა და ეს შესაძლებლობა გოლად აქცია. გაშვებული გოლის შემდეგ ლუკა კვლავ დამაჯერებელი იყო.
მეორე ტაიმში ლუკას კარისკენ დარტყმა არ განხორციელებულა, ატრომიტოსი დიდ უპირატესობას ფლობდა და მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ატრომიტოსმა გოლი გაიტანა, თამაში გადაარჩინა. ლუკა აღნიშნულ ეპიზოდში თანაგუნდელების დასახმარებლად მეტოქის საჯარიმოში იყო. საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე 2025 წლის ზაფხულიდან პაოკ-ის საკუთრებაა, სეზონის პირველ ნახევარში რაზვან ლუჩესკუს გუნდში სათამაშო დრო ვერ მიიღო და ზამთარში იჯარით ატრომიტოსს შეუერთდა.