Aa
Aa

ებრალიძის ბრწყინვალე მატჩი - 2 საგოლე გადაცემა

პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში 31-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, ''კოვილიანა'' საკუთარ კედლებში 1:3 დამარცხდა ელიტაში აღზევებისთვის მებრძოლ ''ვიზეუსთან.'' მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა ''ვიზეუს''  შემტევმა ავთო ებრალიძემ. პირველ ტაიმში ქართველის გუნდმა ორი უპასუხო გოლი შეაგდო, ორივე გოლისას საგოლე პასი ებრალიძემ შეასრულა, ავთომ მე-16 წუთზე თანაგუნდელი ნსორი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, 25-ე წუთზე კი მის შესრულებულ კუთხურს მოყვა ბურას გოლი თავური დარტყმით.

26 წლის ავთო ებრალიძემ სასტარტო თერთმეტეულში იასპარეზა, მოედანი მეორე ტაიმში, 68-ე წუთზე დატოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში სეგუნდა ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

''ვიზეუ'' აგრძელებს პორტუგალიის ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში აღზევებისთვის ბრძოლას, 20-გუნდიან ლიგაში 50 ქულით მე-6 ადგილზეა, თუმცა მეორეადგილოსან ''სანტა კლარას'' მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება, უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მხოლოდ პირველ და მეორე პოზიციაზე გასული კლუბები მოიპოვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები