Aa
Aa

"რონალდუ ამას არასდროს გააკეთებდა" - მესის არგენტინაში ისევ აკრიტიკებენ

მარტის სანაკრებო პაუზის უმთავრესი მოვლენა მადრიდში გამართული ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება იყო.

ქომაგები ელოდნენ, თუ როგორ ითამაშებდა მესი ესპანელთა წინააღმდეგ, თუმცა ლეომ ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა და განაცხადს მიღმა დარჩა. არგენტინამ კი სამარცხვინო მარცხი იწვნია - 1:6.

სამპაოლიდან დაწყებული იგუაინით დამთავრებული მთელი საფეხბურთო სამყარო „ალბისელესტეს აკრიტიკებს.

თითქმის ყველა ერთ აზრზეა - მესის გარეშე არგენტინა საკმაოდ სუსტი ნაკრებია.

მოულოდნელად, გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც არა ნაკრები არამედ მესი გააკრიტიკა.

უგო გატი - ვეტერანი არგენტინელი გოლკიპერი, რომელიც ნაკრების ღირსებას 1966-1977 წლებში იცავდა.

გატი და მარადონა - 1981 წელი

72 წლის გატიმ, მესის გადაწყვეტილება დაუწუნა და განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდუ თამაშზე უარს არ იტყოდა.

„მესის უნდა ეთამაშა. ხალხს მისი ნახვა სურდა. რონალდუ ამას არასდროს გააკეთებდა.

არ მჯერა, რომ მესი გუნდში ერთადერთია, რომელიც ნაკრების თამაშს განაპირობებს. ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები“.

უგო გატიმ 1976-1988 წლებში „ბოკა ხუნიორსის“ ღირსება 381 შეხვედრაში დაიცვა. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის არგენტინის ნაკრების განაცხადში იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები