ვერატი: პირლო? ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვის გვერდით ვითამაშებ
Aa
Aa

ვერატი: პირლო? ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვის გვერდით ვითამაშებ

იტალიის ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ განაცხადა, რომ უკანასკნელ შეხვედრაში პირლოს სათადარიგოთა შორის დატოვება მხოლოდ მცირე ექსპერიმენტის ნაწილი იყო და მისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ვისთან ერთად ითამაშებს მოედნის ცენტრში.

„პირლო? კონტემ უბრალოდ მცირე ექსპერიმენტს მიმართა. გუნდში მწვრთნელი ირჩევს ძირითად შემადგენლობას და ის წყვეტს ვინ სად უნდა ითამაშოს. ჩემთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ვისთან ერთად ვითამაშებ მოედნის ცენტრში. ვცდილობ, რომ ჩემი საქმე იდეალურად გავაკეთო და ნაკრებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ჩვენ უკვე ახლოს ვართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან“ - განაცხადა მარკო ვერატიმ.

შეგახსენებთ, რომ მალტას წინააღმდეგ ანდრეა პირლომ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა ბულგარეთის წინააღმდეგ იგი სათადარიგოთა შორის დარჩა, რამაც გულშემატკივართა შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები