ტოჩინოშინი:
Aa
Aa

ტოჩინოშინი: "ვაპირებ, რომ საკუთარი სუმო ვაჩვენო" - ლევან გორგაძე 73-ე ბაშოს იწყებს!

11 მარტს ოსაკაში სტარტს სუმოს მორიგი მნიშვნელოვანი ტურნირი ჰარუ ბაშო აიღებს, რომელიც 25 მარტამდე გაგრძელდება და მისი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ქართველი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინია.

წელიწადის განმავლობაში სუმოში სულ 6 ბაშო ტარდება: 1) ჰაცუ - გახსნის. 2) ჰარუ - გაზაფხულის. 3) ნაცუ - ზაფხულის. 4) ნაგოია. 5) აკი - შემოდგომის. 6) კიუშუ.

იაპონიის სიდიდით მეორე ქალაქ ოსაკაში, მხოლოდ ერთი ბაშო ტარდება და მოსახლეობა ამ დღეს მოუთმენლად ელოდება.

ჰარუ ბაშოზე დასასწრები ბილეთების ფასები 200 იენიდან იწყება და 14 ათას იენამდე ადის. ლარებში, რომ ვიანგარიშოთ, დაახლოებით 5 ლარიდან 350 ლარამდეა.

ტურნირს 8 ათასიანი ტანვარჯიშის არენა უმასპინძლებს და ბილეთებზე უკვე ნამდვილი ომია გაჩაღებული.

ჰარუ ბაშო სუმოს იერარქიით მესამე წოდების ტურნირია.

ტოჩინოშინმა რამდენიმე დღის წინ, ინტერვიუში განაცხადა, რომ გაზაფხულის ბაშოზე წარმატების მისაღწევად ყველაფერს გაიღებს და ის ამისთვის მზადაა.

"ვაპირებ, რომ საკუთარი სუმო ვაჩვენო. უნდა ვიბრძოლო როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურადაც. თუ, წარმატების მიღწევა მსურს, საუკეთესოდ უნდა ვიასპარეზო. ჰარუ ბაშოს მშვიდად და თავდაჯერებულად ვხვდები".

ლევან გორგაძის მიზანი ოძეკის წოდების მოპოვებაა და ის ამისთვის სრულ მზადყოფნაშია.

უკვე ცნობილია, თუ ვინ იქნება ტოჩინოშინის პირველი მეტოქე - ბაშოს მეორე მაეგაშირა ტაკარაფუჯი.

ამ სუმოისტთან ლევან გორგაძეს დადებითი ბალანსი აქვს, თუმცა არც ისე კოფორტული - 8 გამარჯვება 7-ის წინააღმდეგ.

ბოლოს კი გეტყვით, რომ ტოჩინოშინს 72 ბაშოზე აქვს მონაწილეობა მიღებული. როგორც ვიცით, მან იანვარში იმპერატორის თასი დამაჯერებლად მოიგო და იერარქიაში საგრძნობი წინსვლა განიცადა.

ცხელი ამბები