ანრი:
Aa
Aa

ანრი: "ის ზედმეტად ჭკვიანიც არის...30 წლის ასაკში ფეხბურთის თამაში თავიდან მასწავლა"

ლონდონის "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ Sky Sports-თან საუბრისას პეპ გუარდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას 30 წლის ასაკში ფეხბურთის თამაშის სწავლა თავიდან მოუხდა.

"30 წლის ასაკში, როცა გუარდიოლასთან ვმუშაობდი ფეხბურთის თამაშის სწავლა თავიდან დავიწყე. საკლუბო და სანაკრებო დონეზე წარმატებებს მივაღწიე, თუმცა დადგა დღე, როდესაც უცებ ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. პოზიციურად თამაში სულ სხვანაირად ვისწავლე, ასევე სივრცეების ათვისება და ამ ყველაფრისთვის 100%-ით ვიხარჯებოდი.

გუარდიოლას დეტალებისადმი ყურადღება უბრალოდ შეუდარებელია. შეიძლება ითქვას, რომ ის ზედმეტად ჭკვიანიც არის და ეს ხანდახან პრობლემებსაც ქმნის, რადგან უამრავ წვრილმანს ხედავს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ და ერთი ტაიმის განმავლობაში მან, შესაძლოა ტაქტიკა ხუთჯერ შეცვალოს.

ვარჯიშზე წყლის დალევის დრო მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოგეყენებინა და მალე უკანვე უნდა დაბრუნებულიყავი. გუარდიოლას დეტალებზე ორიენტირების მხრივ ბადალი არ ჰყავს".

შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრი "ბარსელონაში" 2007-2010 წლებში თამაშობდა. გუარდიოლასთან ერთად კი 2 სეზონის ჩატარება შეძლო. 2009 წელს, ანრიმ ოცნება აიხდინა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები