ვიქტორ სანეევი
Aa
Aa

ლეგენდის იუბილე - ვიქტორ სანეევს 80 წელი შეუსრულდებოდა

3 ოქტომბერს მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ სპორტსმენს ვიქტორ სანეევს 80 წელი შეუსრულდებოდა. ლეგენდარული მძლეოსნის დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მისი ყოფილი საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა გაიხსნა, შემდეგ კი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ფოტოგამოფენა და გოგი თორაძის მიერ სანეევზე გადაღებული ფილმის, „სოხუმი-თბილისი-სიდნეის“ ჩვენება მოეწყო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისში ჩამოვიდა სანეევის მეუღლე იანა ხვარცკია, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ბოლოს ოცი წლის წინ ვიქტორთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თავის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში უკანასკნელად ჩამოვიდა.

ვიქტორ სანეევი 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში დაიბადა. მან მძლეოსნობის დისციპლინა სამხტომში მეხიკოს, მიუნხენის და მონრეალის ოლიმპიური თამაშები მოიგო, მოსკოვში კი ვერცხლის მედალს დასჯერდა. სანეევი 2022 წლის 3 იანვარს სიდნეიში გარდაიცვალა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკრებულოს ინიციატივით თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება
საკრებულოს ინიციატივით თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება