ვენგერი: გამარჯვება აუცილებლად უნდა მოგვეპოვებინა
Aa
Aa

ვენგერი: გამარჯვება აუცილებლად უნდა მოგვეპოვებინა

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა გუშინდელი მატჩი შეაფასა, რომელშც მისი გუნდი „ლივერპულს“ დაუპირისპირდა“ და ფრედ 0-0 ითამაშა.

„სუფთა გოლი გავიტანეთ, მაგრამ ის არ ჩათვალეს. გასაგებია, რომ ეს არაფერს შეცვლის, მაგრამ მსაჯმა სუფთა გოლი გააუქმა. გვქონდა მომენტები, მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოვახდინეთ. „ლივერპულმა“ საკმარისად ბევრი ხიფათი შექმნა პირველ ტაიმში, მაგრამ შესვენების შემდეგ ვერაფერი. ჩვენ კი ორივე ტაიმში გვქონდა შანსები. შესვენებამდე „არსენალი“ ძალიან კარგი იყო, საკმარისი რაოდენობის მომენტები შევქმენით, რათა გამარჯვება მოგვეპოვებინა. უნდა შევაქოთ „ლივერპული“, ისინი ძალიან დიდი მონდომებით და მოთმინებით იცავდნენ თავს. გვინდა გატანა, მაგრამ მაშინ, როდესაც მეტოქე ღრმად იცავს თავს, ამის გაკეთება რთულია. „არსენალმა“ ზედიზედ ორ საშინაო მატჩში ვერ გაიტანა გოლი, ამას არ ვართ მიჩვეულნი“ – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები