Aa
Aa

"ნეიმარმა იცოდა, რომ მესის გვერდით საუკეთესო ვერ გახდებოდა"

"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე Sport-თან საუბრისას ნეიმარის ტრანსფერის საკითხს შეეხო და ყველაფერზე ღიად ისაუბრა.

მესტრეს თქმით, ნეიმარი და მისი მამა კლუბთან გულახდილები არ იყვნენ და ისინი ზურგსუკან მოქმედებდნენ.

"ზაფხულში ნეიმართან და მის მამასთან ხშირი კონტაქტი გვქონდა. სამწუხაროდ, ისინი ჩვენს წინაშე გულახდილები არ იყვნენ. ბრაზილიელი, რომ პირდაპირ მოსულიყო და ყევლაფერი ეთქვა უმჯობესი იქნებოდა.

ნეიმარს უნდა ეთქვა, რომ წასვლა სურდა. ასეთი რამ უკვე გააკეთეს სესკმა, პედრომ, ალექსისმა და მასკერანომ. კარგი იქნებოდა, რომ ისიც ასე მოქცეულიყო და თვალთმაქცობა შეეწყვიტა.

რა თქმა უნდა, შემდეგ ყველაფერს მივხვდით და მისი ბონუსის გადახდაზე უარი განვაცხადეთ.

ნეიმარს, რომ დასაწყისშივე ყველაფერი ნათლად აეხსნა, ჩვენ მას გაცილებით იაფად გავყიდდით. ის, რომ ასე მოქცეულიყო, "ბარსას" ტრანსფერები გაცილებით იაფი დაუჯდებოდა და დღეს ბაზარზე სხვა რეალობა გვექნებოდა.

მას სურდა, რომ აურზაური გამოეწვია და პრესის ყურადღება მიეპყრო.

გაინტერესებთ, თუ რატომ მოიქცა ასე? ნეიმარმა იცოდა, რომ მესის გვერდით საუკეთესო ვერ გახდებოდა. მან ჩათვალა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის წოდების მისაღებად კლუბიდან უნდა წასულიყო, თუმცა მისი ტაქტიკა არასწორი იყო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები