ემერსონი და
Aa
Aa

ემერსონი და "ჩელსი" სულ მალე გაოფიციალურდება

Sky Italia-ს ცნობით, „რომას“ განაპირა მცველი ემერსონ პალმიერი ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემგზავრება.

„ჩელსის“ მისი ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდება, რომლიდანაც 20 მილიონს ახლავე, ხოლო დანარჩენს ეტაპობრივად ბონუსების სახით დაფარავს.

ასევე იწერება იმაზე, რომ ედინ ჯეკოს „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლა გამოირიცხა.

როგორც ირკვევა, ბოსნიელმა თავდამსხმელმა ინგლისელებს საკმაოდ მაღალი ხელფასი მოსთხოვა, რაზეც მათ მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს და საბოლოოდ, ჯეკო უარით გაისტუმრეს.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც „ჩელსისთან“ აკავშირებენ, „არსენალის“ ტანმაღალი ფორვარდი ოლივიე ჟირუა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები