ლუკას მოურა ლონდონშია
Aa
Aa

ლუკას მოურა ლონდონშია

ლონდონის „ტოტენჰემმა“ და „პარი სენ ჟერმენმა“ ლუკას მოურას ტრანსფერი შეათანხმეს.

გავრცელებული ცნობებით, ბრიტანელებს ლუკასის ტრანსფერი 30 მილიონ ევრომდე დაუჯდებათ.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ამჟამად ინგლისის დედაქალაქში იმყოფება და „დეზებთან“ კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს.

იგი „პსჟ“-ს რიგებში 2013 წლიდან გამოდიოდა და მისი ფორმით 150-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

25 წლის შემტევს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 36-ჯერ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები