დი ფრანჩესკო:
Aa
Aa

დი ფრანჩესკო: "თუკი გუნდში მესის მომიყვანთ, მის გაშვებას დავთანხმდები"

„რომას“ მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო, როგორც ჩანს, იუმორთან მეგობრობს. მან პრესასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„თუკი ჯეკოს ნაცვლად გუნდში ლიონელ მესის მომიყვანთ, მის გაშვებას დავთანხმდები. სხვა შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ იგი ჩვენთან მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება“.

ედინ ჯეკოს ლონდონის „ჩელსისთან“ კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს, თუმცა მის ტრანსფერზე „ლურჯებისა“ და „ჯალოროსის“ ხელმძღვანელებმა ამ დრომდე ვერ მოილაპარაკეს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „არისტოკრატები“ ბოსნიელი შემტევი სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გამოდიან, რაზეც „რომა“ უარს ამბობს.

სამაგიეროდ, იტალიელები მზად არიან, „ჩელსის“ თავიანთი ბრაზილიელი განაპირა მცველი ემერსონ პალმიერი დაუთმონ.

ინგლისელებს მისი ტრანსფერი დაახლოებით 25 მილიონი ევრო დაუჯდებათ. თავად ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლაზე დიდი ხანია თანხმობას აცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები