პერესმა სატრანსფერო ბიუჯეტი დაამტკიცა: ვინ მიდის და ვინ მოდის? - ცვლილებები იწყება
Aa
Aa

პერესმა სატრანსფერო ბიუჯეტი დაამტკიცა: ვინ მიდის და ვინ მოდის? - ცვლილებები იწყება

მადრიდის "რეალს" წლევანდელ სეზონში პრობლემები ჭარბად აქვს. პრესა ზიდანის შესაძლო წასვლასა და ახალ ტრანსფერებზე საუბრობს.

ამჟამად მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რას იზამს ფლორენტინო პერესი. შემადგენლობაში სერიზული ცვლილებები, რომ იქნება ეს ცხადია, თუმცა რა ბედი ელის ზიდანს? მისცემს, თუ არა პრეზიდენტი მას შანსს?..

"ვალენსიასთან" გასამართი მატჩის წინ ზიზუმ საინტერესო კომენტარი გააკეთა: "ჩემთვის კლუბის დატოვება პრობლემა არ არის. თუ, დავინახე, რომ ფეხბურთელებს ჩემი აღარ სჯერათ და არ ესმით, ამ შემთხვევაში "რეალიდან" მაშინვე წავალ.

მომავალზე საუბარი არ მიყვარს. ყველაფერს თავისი დრო აქვს და მირჩევნია ზაფხულამდე მოვიცადო, შემდეგ კი პასუხი ყველაფერზე გვექნება".

ყველასათვის ცნობილია, რომ ზიდანმა "რეალთან" ახალ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და მისი ვადა 2020 წლამდეა.

დღეს კი მადრიდულმა Marca-მ ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ფლორენტინო პერესი ზაფხულისთვის სატრანსფერო ბიუჯეტისთვის 300 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს.

უკვე ცნობილია "რეალში" შესაძლო მიმსვლელთა სია: ნეიმარი, აზარი, იკარდი, დე ხეა, ლევანდოვსკი, სალაჰი და ჰარი კეინი.

პერესს ხსენებული 7 ვარსკვლავიდან მინიმუმ 2-3 მათგანის შეძენა სურს.

რომელს აქვს ყველაზე მეტი შანსი, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" აღმოჩნდეს? ეს რთული სათქმელია, თუმცა პერესის ნომერ პირველი ფავორიტები ნეიმარი და კეინი გახლავთ, რომელთა შეძენაც "რეალს" ყველაზე ძვირი დაუჯდება.

რა თქმა უნდა არიან წამსვლელები და Marca ვარაუდობს, რომ გუნდის შემტევი ტრიო BBC სეზონის დასრულების შემდეგ ისტორიის ნაწილი გახდება და "რეალი" ახალი სამეულით შეუტევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები