ქართველი საქართველოს წინააღმდეგ? - ცხადაძე შესაძლოა ყაზახეთის ნაკრებში დაინიშნოს
Aa
Aa

ქართველი საქართველოს წინააღმდეგ? - ცხადაძე შესაძლოა ყაზახეთის ნაკრებში დაინიშნოს

ყაზახურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, შესაძლოა, ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახდეს.

ყველაზე პოპულარული ყაზახური გამოცემა sports.kz წერს, რომ "ერთა ლიგაზე" მათი ნაკრების მთავარი კონკურენტი საქართველოა, ხოლო ცხადაძეზე უკეთესად, ამ გუნდის შესაძლებლობები ცოტა ადამიანმა თუ იცის.

ცხადაძე ჩვენს ეროვნულ გუნდს 2015-16 წლებში ავარჯიშებდა და მას შემდეგ ალმათის "კაირათის" დამრიგებელია.

შეგახსენებთ, რომ "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორის ნაკრებები იქნებიან.

ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას სწორედ ყაზახებთან, 6 სექტემბერს, სტუმრად გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები