რა შემთხვევაში წავა რონალდუ
Aa
Aa

რა შემთხვევაში წავა რონალდუ "რეალიდან"?..

მადრიდული AS-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ „რეალს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი „ბლანკოსის“ რიგებში ნეიმარი გადავა.

როგორც დიდი ხანია იწერება, მომავალ ზაფხულს ფლორენტინო პერესის მთავარი ამოცანა სწორედ ბრაზილიელი სუპერსტარის შეძენა იქნება.

ვიცით იმის შესახებაც, რომ „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი, ნეიმარის გაყიდვას კატეგორიულად გამორიცხავს.

თუმცა მეორე მხრივ, გავრცელდა ცნობები, რომლის თანახმადაც, „რეალში“ გადასვლა თავად ნეიმარს სურს და მზადაა, ამ შემთხვევაში ამჟამინდელ ხელფასზე ნაკლებ ანაზღაურებას დათანხმდეს.

თუკი რონალდუს „სანტიაგო ბერნაბეუდან“ აბარგება მოუწევს, ესპანური და ბრიტანული პრესის თქმით, მისი სურვილი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშია.

დღეს პორტუგალიელი ვარსკვლავის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობრის მიგელ პაიშაოს კომენტარი გამოქვეყნდა, რომელიც ამბობს, რომ კრიშტიანუს კარიერის დასრულება მშობლიურ კლუბ ლისაბონის „სპორტინგში“ უნდა.

დავამატოთ ისიც, რომ მიმდინარე სეზონში „სპორტინგის“ ერთ-ერთ საშინაო შეხვედრას, რონალდუ თავის მეუღლე ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები