რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "თუკი "ჩემპიონთა ლიგას" მოვიგებთ, ყველაფერი შეიცვლება"

მადრიდის „რეალის“ სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე სეზონის შესახებ პრესასთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება ყველაფერს შეცვლის.

თუკი „ჩემპიონთა ლიგის“ მოგებას შევძლებთ, ვიტყვით, რომ ბრწყინვალე სეზონი გვქონდა. ლა ლიგაში საქმე ცუდად მიდის, თუმცა ახლა ამაზე ფიქრს, სჯობს მთლიანად „ჩემპიონთა ლიგაზე“ ვკონცენტრირდეთ.

მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ ლა ლიგაში უნდა დავნებდეთ, პირიქით ბრძოლის გაგრძელება და შრომა კვლავაც საჭიროა“.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მცირე კომენტარი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებითაც გააკეთა.

გერმანია, ესპანეთი, ბრაზილია, საფრანგეთი და არგენტინა, ტურნირის მთავარი ფავორიტები არიან.

პორტუგალია ფავორიტთა შორის არაა, თუმცა ჩვენ აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით, დასახელებულ გუნდებს შორის ჩავეწეროთ და მათი კონკურენტები გავხდეთ“.

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში ესპანეთთან, მაროკოსთან და ირანთან ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები