Aa
Aa

TOP 20 - რომელმა კლუბმა რამდენი გამოიმუშავა 2016-2017 წლებში

Deloitte Football Money League ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფეხბურთო კლუბების 20-ეულს აქვეყნებს.

მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფეხბურთო კლუბის წოდება წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიპოვა. Deloitte Football Money League-ის მიხედვით მეორე ადგილი მადრიდის „რეალმა“ დაიკავა, რომელიც „წითელ ეშმაკებს“ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებით, ისტორიაში ყველაზე მცირე სხვაობით ჩამორჩა. „იუნაიტედმა“ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბის წოდება მეათედ მიიღო. Deloitte Football Money League-ის მონაცემებით მანჩესტერულმა გრანდმა 2016-2017 წლის სეზონზე 676.3 მლნ ევრო (827.25 მლნ $) გამოიმუშავა, რაც მადრიდის „რეალის“ მიერ მიღებულ შემოსავლებზე 1.7 მლნ ევროთი მეტია.

მესამე ადგილი კატალონიურმა „ბარსელონამ“ დაიკავა, რომელმაც 648.3 მლნ ევრო გამოიმუშავა.

2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონი შემოსავლების მიხედვით რეკორდული აღმოჩნდა, რადგან საუკეთესო 20-ეულის საერთო შემოსავალმა 7.9 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც წინა მონაცემებთან შედარებით 6%-ით მეტია.

საუკეთესო 20 მაღალშემოსავლიან კლუბს შორის 10 ინგლისური გუნდია, რაც მაუწყებლობის უფლებებში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია.

დარჩენილი 10-დან კი 3 ესპანური, 3 გერმანული, 3 იტალიური და 1 ფრანგული კლუბია.

აღსანიშნავია ინგლისის პრემიერ ლიგის ყოფილი ჩემპიონების, „ლესტერის“ მონაცემებიც, რომელიც შარშანდელთან შედარებით 6 პოზიციით დაწინაურდა. გასულ წელს „ლესტერმა“ მეოცე ადგილი დაიკავა, წელს კი მე-14.

საუკეთესო 20-ეულში ისტორიაში პირველად მოხვდა „საუთჰემპტონი“, რომელმაც მე-18 ადგილი დაიკავა.

 

საუკეთესო 20-ეული კი ასე გამოიყურება:

 

#20 ევერტონი

2016-2017 წწ. შემოსავალი - € 199,2 მლნ


#19 ნაპოლი

2016-2017 წწ. შემოსავალი - € 200,7 მლნ


#18 საუთჰემპტონი

2016-2017 წწ. შემოსავალი - € 212,1 მლნ


#17 ვესტ ჰემი

2016-2017 წწ. შემოსავალი - € 213,3 მლნ


#16 შალკე

2016-2017 წწ. შემოსავალი - € 230,2 მლნ


#15 ინტერი

2016-2017 წწ. შემოსავალი - € 262,1 მლნ

 

#14 ლესტერი

2016-2017 წწ. შემოსავალი - € 271,1 მლნ


#13 მადრიდის ატლეტიკო

2016-2017 წწ. შემოსავალი - € 272,5 მლნ


#12 დორტმუნდი

2016-2017 წწ. შემოსავალი - € 332,6 მლნ


#11 ტოტენჰემი

2016-2017 წწ. შემოსავალი - € 355,6 მლნ


#10 იუვენტუსი

2016-2017 წწ. შემოსავალი - € 405,7 მლნ


#9 ლივერპული

2016-2017 წწ. შემოსავალი - € 424,2 მლნ

#8 ჩელსი
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 428 მლნ

#7 პსჟ
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 486,2 მლნ


#6 არსენალი
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 487,6 მლნ


#5 მანჩესტერ სიტი
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 527,7 მლნ


#4 ბაიერნი
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 587,8 მლნ


#3 ბარსელონა
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 648,3 მლნ


#2 მადრიდის რეალი
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 674,6 მლნ


#1 მანჩესტერ იუნაიტედი
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 676,3 მლნ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები