ელექტროშოკი დასჭირდათ - აშშ-ში ოლიმპიური პრიზიორი დააკავეს
Aa
Aa

ელექტროშოკი დასჭირდათ - აშშ-ში ოლიმპიური პრიზიორი დააკავეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი დააკავეს. საუბარია 100 მეტრზე სირბილში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ფრედ კერლიზე, რომელიც სამხრეთ ფლორიდაში მომხდარი ინციდენტის დროს, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

29 წლის კერლი პოლიციელებს თავდაპირველად საკუთარ ავტომობილზე ესაუბრებოდა, რომელიც იქვე ახლოს ჰყავდა გაჩერებული. როგორც მაიამის პოლიციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, ლაპარაკის დროს სპორტსმენი სულ უფრო აგრესიული ხდებოდა და მას შემდეგ, როდესაც ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, მან სამართალდამცველებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა და იმდენად უკონტროლო გახდა, რომ დაპატიმრებისას, მის წინააღმდეგ ელექტროშოკის გამოყენება გახდა საჭირო.

მომხდართან დაკავშირებით საქმე უკვე აღძრულია და ძალიან დიდი ალბათობით, ამერიკელ მძლეოსანს საკმაოდ მკაცრი სასჯელის მოხდა მოუწევს.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნასვამი დააჯარიმეს - ალფონსო დევისის პრობლემები
ნასვამი დააჯარიმეს - ალფონსო დევისის პრობლემები