ალაბამ დუგლას კოსტა შეაქო
Aa
Aa

ალაბამ დუგლას კოსტა შეაქო

მიუნხენისბაიერნისმცველი, დავიდ ალაბა აღფრთოვანებულია გუნდის ახალწვეულ, დუგლას კოსტას თამაშით. ავსტრიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, თანაგუნდელი „აუდის თასის“ ფინალის შემდეგ შეაქო, რომელშიც მიუნხენის „ბაიერნმა“ მადრიდის „რეალი“ 1-0 დაამარცხა.

„ეს კარგი გამარჯვება იყო. დუგლას კოსტამ კი ბოლო თამაშებში დაამტკიცა თუ რაოდენ კარგი ფეხბურთელია. ვფიქრობ, მას აქვს იმის პოტენციალი, რომ მომავალი სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდეს“ – განაცხადა ალაბამ

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელირეკორდმაისტერმა“ 35 მილიონ ევროდ დონეცკისშახტარიდანშეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები