კლოპი მორიგ ტრანსფერს გეგმავს
Aa
Aa

კლოპი მორიგ ტრანსფერს გეგმავს

რამდენიმე დღის წინ, "ლივერპულმა" 85 მილიონ ევროდ "საუთჰემპტონიდან" ვირჯილ ვან დიიკი შეიძინა, თუმცა "მერსისაიდელები" ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.

იურგენ კლოპს სურს, რომ უკანა ხაზი კიდევ უფრო გააძლიეროს და ამისთვის, მას კანდიდატი უკვე ჰყავს.

ბრიტანული პრესის ცნობით, "ლივერპული" "ბაზელის" შვეიცარიელი ცენტრალური მცველის მანუელ აკანჯის დამატებას გეგმავს.

22 წლის აკანჯი 2017 წლიდან შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წევრია.

1,87 სიმაღლის უკანახაზელი "ბაზელის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 58 მატჩში 7 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები