რონალდუსა და მესის 7 წლიანი დომინირება დასრულდა
Aa
Aa

რონალდუსა და მესის 7 წლიანი დომინირება დასრულდა

ბოლო წლები, რომ მესისა და რონალდუს სრული დომინირებით მიმდინარეობს, ეს ახალი ამბავი არ გახლავთ.

ეს ორი ფეხბურთელი პრაქტიკულად ყველა კომპონენტში ლიდერობს.

ოქროს ბურთი 2008 წლიდან მხოლოდ რონალდუს, ან მესის გადაეცემა, ამ ტრადიციის შეცვლა ჯერჯერობით ვერცერთმა სხვა ფეხბურთელმა ვერ შეძლო.

თუმცა, არის კიდევ ერთი ტრადიცია რონალდუსა და მესის შორის, რომელიც უკვე დაირღვა. 2010 წლიდან მოყოლებული 1 კალენდარულ წელში ყველაზე მეტი გოილის ავტორი კრიშტიანო ან ლეო ხდებოდნენ.

2017 წელი გამონაკლისი გამოდგა. ინგლისელმა ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" მაისურით 56 გოლი გაიტანა და 7 წლიანი ტრადიცია დაარღვია.

აქვე გეტყვით, რომ მესი-რონალდუს დომინირებამდე 2009 წელს ამ კომპონენტში საუკეთესო ედინ ჯეკო იყო, რომელმაც 36 გოლი გაიტანა.

ვინ რამდენი გაიტანა ბოლო 7 წელიწადში:

2010 - მესი 60 გოლი

2011 - რონალდუ 60

2012 - მესი 91

2013 - რონალდუ 69

2014 - რონალდუ 61

2015 - რონალდუ 57

2016 - მესი 59

2017 - კეინი 56

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები