კურიოზი: მესამე საგოლე შეტევის დროს, მესის ცალ ფეხზე ბუცი გაძვრა, თუმცა...
Aa
Aa

კურიოზი: მესამე საგოლე შეტევის დროს, მესის ცალ ფეხზე ბუცი გაძვრა, თუმცა...

დღეს გამართულ "ელ კლასიკოში" ერთი სახალისო ფაქტი დაფიქსირდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს, როცა ანგარიში 3-0 გახდა, მესიმ ალეიშ ვიდალს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რა დროსაც არგენტინელს ცალ ფეხზე ბუცი არ ეცვა.

ლეოს, მარსელოს მოტყუების დროს ბუცი გაძვრა, თუმცა მოძრაობა მაინც განაგრძო და საბოლოოდ შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" "რეალი" 14 ქულით ჩამოიტოვა, თუმცა მადრიდელებს 1 თამაშით ნაკლები აქვთ გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები