როდის გამოუტანენ განაჩენს
Aa
Aa

როდის გამოუტანენ განაჩენს "პსჟ"-ს? UEFA-მ თარიღი დაასახელა

როგორც ცნობილია UEFA „პსჟ“-ს მიერ განხორციელებულ ტრანსფერებს იძიებს, რომელიც ფინანსური ფეარ პლეის დარღვევას ეხება.

Sky Sports-ის ცნობით, ევროპის მმართველი საფეხბურთო ორგანო ხსენებულ საქმეზე განაჩენს 2018 წელს, ახალი სეზონის დაწყების წინ გამოიტანს.

არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ პარიზული გუნდი ევროთასებიდან მოკვეთონ.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული გამოძიება ნეიმარისა (222 მილიონი) და მბაპეს (180 მილიონი) ტრანსფერების შემდეგ დაიწყო.

მართალია, რომ ჯერ პარიზელებს მბაპეს საფასური არ გადაუხდიათ, მაგრამ ერთწლიანი იჯარის შემდეგ, 2018 წლის ზაფხულში ხსენებული თანხა „მონაკოს“ ანგარიშზე გადაირიცხება.

„პსჟ“ UEFA-ს გამოძიების თავიდან ასარიდებლად რამდენიმე მოთამაშის ტრანსფერზე დაყენებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები