The Sun: კვერკველიასთვის პრემიერ ლიგის ექს-ჩემპიონი და
Aa
Aa

The Sun: კვერკველიასთვის პრემიერ ლიგის ექს-ჩემპიონი და "ვესტ ბრომვიჩი" იბრძოლებენ!

პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, საბა კვერკველიას შეძენით, პრემიერ ლიგის 2 კლუბი - „ვესტ ბრომვიჩი“ და „ლესტერი“ ინტერესდება.

„ლესტერის“ თავკაცი - კლოდ პიუელი, ზამთარში ცენტრალური მცველის დამატებას ითხოვს და ერთ-ერთ ვარიანტად კვერკველია ჰყავს შეგულებული.

როგორც იწერება, პრემიერ ლიგის 2016 წლის ჩემპიონი, ქართველი მცველის ტრანსფერზე იანვარში ამუშავდება.

რაც შეეხება „ვესტ ბრომვიჩს“, იგი 25 წლის მცველის დამატებას იმ შემთხვევაში ეცდება, თუკი გუნდს ზამთარში, ჯონი ევანსი დატოვებს.

The Sun-ი წერს, რომ მოსკოვის „ლოკომოტივი“ თავის ერთ-ერთ ლიდერს 18 მილიონ ევროდ აფასებს, ამასთანავე, მისი შუა სეზონში გაშვება არ უნდა.

„რკინიგზელები“, რუსეთის ჩემპიონატს, 8 ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ, სეზონის დასრულებამდე კი 10 ტური რჩება.

„ლოკომოტივს“ აქვს შანსი, რუსეთის ჩემპიონობა, 2004 წლის შემდეგ პირველად მოიპოვოს. გარდა ამისა, გუნდი „ევროპა ლიგის“ 1/16 ფინალშია გასული.

ამრიგად, „ლესტერის“ ინტერესი გაცილებით სერიოზულია და ბრიტანული გამოცემის თქმით, ლესტერშიერელები „ლოკომოტივთან“ მოლაპარაკებებს, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე წამოიწყებენ.

საბა კვერკველიას, ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი, 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები