მესის ანტირეკორდი
Aa
Aa

მესის ანტირეკორდი

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა - ლიონელ მესიმ, "დეპორტივოსთან" შეხვედრისას, ანტირეკორდი დაამყარა.

არგენტინელმა ვარსკვლავმა, 2017 წელს, მე-3 პენალტი ვერ გამოიყენა, რაც "ბარსას" ისტორიაში, 2005 წლის შემდეგ არ მომხდარა.

მაშინ კალენდარული წლის მანძილზე, ასევე 3 პენალტი, სამუელ ეტოომ გააფუჭა.

მესიმ, მიმდინარე წლის მაისში, 11 მეტრიდან "რაიოს" მეკარე იოელ როდრიგესს ვერ აჯობა, აგვისტოში - "ალავესის" კიპერ ფერნანდო პაჩეკოს, ხოლო გუშინ - "დეპორტივოს" კარის დარაჯ რუბენ მარტინესს.

დავამატოთ ისიც, რომ ლიონელ მესიმ, 2017 წელს, ჯამში 11 პენალტი შეასრულა და მათგან 8-ჯერ გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები