ვილი სანიოლი
Aa
Aa

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის მოსამზადებელ ეტაპზე

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავს და დაასახელა შემადგენლობა, რომლითაც „ჯვაროსნები" ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპს ჩაატარებენ, ოფიციალური შემადგენლობა კი 7 ივნისს გახდება ცნობილი.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები: საბა კვერკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი.

ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი.

შემტევები: ბუდუ ზივზივაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება. „ჯვაროსნები“ თურქეთთან (18 ივნისი), ჩეხეთთან (22 ივნისი) და პორტუგალიასთან (26 ივნისი) ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები