ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

MARCA: გადაწყვეტილია, ჩავი ბარსელონაში რჩება

ჩავი ერნანდესის საგა დასრულდა. ესპანელი სპეციალისტი „ბარსელონაში“ კიდევ 1 წლით დარჩება და კონტრაქტს ბოლომდე შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას MARCA ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ დღეს ლაპორტას სახლში თავად პრეზიდენტი, ჩავი ერნანდესი, დეკუ და ეჩევერია შეხვდნენ, სადაც გადაწყდა, რომ ჩავი ბარსაში რჩება.

როგორც MARCA იუწყება, ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული სახის გარანტიები მოითხოვა, რაც შემადგენლობის გადახალისება/გაძლიერებას ეხება. როგორც ჩანს, გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ერნანდესმა გარანტიები მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „ბარსას“ ყოფილმა ფეხბურთელმა პოსტის დატოვების შესახებ მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა. იმ დროს „ბარსელონამ“ „ვილიარეალთან“ საკუთარ კედლებში წააგო, თუმცა ამის შემდეგ „ბლაუგრანამ“ სათამაშო ხარისხი გამოასწორა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.

კატალონიელებმა მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე ლა ლიგაში არცერთი შეხვედრა არ წააგეს და ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ დაამარცხეს. ასევე ახლოს იყვნენ „პარი სენ ჟერმენის“ დამარცხებასთან, თუმცა არაუხოს წითელმა ბარათმა ყველანაირი გეგმა არია.

საბოლოოდ „ბარსელონა“ მიმდინარე სეზონში ტიტულის გარეშე დარჩა, მაგრამ ჩავი ერნანდესი მომავალ სეზონში კვლავ მთავარი მწვრთნელი იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ოსიმენი წავა - ნაპოლი დოვბიკისთვის იბრძოლებს
თუ ოსიმენი წავა - ნაპოლი დოვბიკისთვის იბრძოლებს