გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

„როცა კარიერას ვიწყებდი, არავინ იცოდა საქართველო სად იყო“ | გიგა ჭიკაძე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ნინძამ“ განაცხადა, რომ ოქტაგონზე ივლისში დაბრუნდება და დაასახელა მებრძოლი, რომელთან ჩხუბზეც თანხმობას სიამოვნებით იტყოდა.

„ჩემი მომდევნო მეტოქის ვინაობა ოფიციალურად მალე დადასტურდება. 20 ივლისს, ინგლისში ვიჩხუბებ. ამ ეტაპზე, მხოლოდ ამას ვიტყვი, დანარჩენს UFC-ის წარმომადგენლებს დავუტოვებ. თავდაუზოგავად ვვარჯიშობ და ნებისმიერი ბრძოლისთვის მზად ვარ. UFC 300-ის შემდეგ, ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები.

როცა MMA-ის მებრძოლის კარიერა დავიწყე, არავინ იცოდა, საქართველო სად იყო და როგორც იქნა, ჩვენი ქვეყნის სახელი რუკაზე დიდი ასოებით დავიტანეთ. ყველამ იცის, საქართველო რა არის და ძალიან ვამაყობ, იმ მებრძოლების გამო, რომლებიც ჩემი ქვეყნის სახელს UFC-ში იცავენ. უმაღლესი დონის მებრძოლები გვყავს და ბედნიერი ვარ, რომ მათ შორის ვარ.

სამი მებრძოლი, რომლებთანაც სიამოვნებით ვიჩხუბებდი? მაქს ჰოლოუეი, მაქს ჰოლოუეი და მაქს ჰოლოუეი.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-10 პოზიციას იკავებს. „ნინძას“ მომდევნო მეტოქეებს შორის ჯოშ ემეტსა და არნოლდ ალენს ასახელებდნენ და ვნახოთ, გიგა ვის შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ ფეხბურთელები პატარა ქვეყნებიდან | Four Four Two-მ ქინქლაძე გამოარჩია
ტოპ ფეხბურთელები პატარა ქვეყნებიდან | Four Four Two-მ ქინქლაძე გამოარჩია